Belive

შვიდჯერ მოგებული ორთაბრძოლა - რა შეფასება დაიმსახურა ლოჩოშვილმა?!

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბრაუნშვაიგისა და ნიურნბერგის დაპირისპირება შედგა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე ამჯერადაც 90 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა მცველმა 9-დან 7 საჰაერო დუელი მოიგო, 11-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან და 2 ზუსტი ვარდნაც განახორციელა.

ლუკა ლოჩოშვილის ეფექტური თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 7.7

  • Sofascore: 7.3

  • Whoscored: 7.5

ნიურნბერგი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში დინამო დრეზდენს დაუპირისპირდება. მატჩი 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.