შვედეთში გულშემატკივრებმა მოედანს ცეცხლი წაუკიდეს
შვედეთის ჩემპიონატის გავარდნა/დაწინაურების (უმაღლესი ლიგიდან მეორე ლიგაში) მატჩში იშვიათი ფაქტი მოხდა, ნორკოპინგის გულშემატკივრებმა მოედანი ცეცხლის ალში გახვიეს.
ნორკოპინგმა უმაღლესი ლიგის 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა, რამაც ისინი მეორე ლიგის მესამე ადგილზე მყოფ ორგრიტესთან დააწყვილა (პლეი-ოფი/უმაღლესი ლიგის საგზურისთვის).
ორგრიტემ პირველი მატჩი, საკუთარ მოედანზე, 3:0 მოიგო და შედეგად, ნორკოპინგის უკმაყოფილო გულშემატკივრებმა საპასუხო მატჩის ჩაშლა მოინდომეს. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, სტუმართა გუნდის გულშემატკივრების ნაწილიც გააძევეს, რადგან ისინი ღობის დანგრევას ცდილობდნენ. საერთო ჯამში, მოედანზე იმდენი ფეიერვერკი ისროლეს, რომ მინდორს ცეცხლი გაუჩნდა და მეხანძრეების ჩართვა გახდა საჭირო.
მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო ნორკოპინგი უმაღლესი ლიგიდან 2010 წლის შემდეგ პირველად გავარდა.
Football pitch set on fire in 'incredibly sad' circumstances as players immediately taken offhttps://t.co/3TOSADY2z9
— talkSPORT (@talkSPORT) November 30, 2025