Belive

შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: "ძალიან უკმაყოფილო ვარ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი გვქონდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც "ჯვაროსნების" შესახებაც ისაუბრა.
"უკმაყოფილო ვარ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც ჩაგვიტარებია. ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარგ დაცვას თამაშობდნენ და კონტრშეტევების დროსაც აგრესიულად მოქმედებდნენ. საქართველოსგან რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევეა ვიხილეთ, რისი ნახვის სურვილიც ნამდვილად არ მქონდა. თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ და სწორედ ამიტომ, 3 ქულის მოპოვება განსაკუთრებით მაბედნიერებს", - თქვა 58 წლის შვედმა სპეციალისტმა.
შვედეთის ნაკრებმა საქართველოს დამარცხება 35-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავი მოქმედებისა და პასის შემდეგ, ვიქტორ კლაესონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოახერხა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები