Belive

შვედეთის მწვრთნელი: "ვერ გაიტან - გაგიტანენ, საქართველომ დამსახურებულად მოიგო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფში დაგროვილი 7 ქულით და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილით დაასრულა. ბოლო შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრების წინაღმდეგ, ბათუმში ჩაატარა და - 2:0 დაასრულა. მატჩის შემდეგ, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა პრესკონფერეცნია გამართა და ქართველი და შვედი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და 1, 2 ან 3 გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი მეტოქემ გაგვიტანა. ფეხბურთში ასეა - თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ. შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ამის ხარჯზე იმარჯვა. გილოცავთ ამ გამარჯვებას. ამ მომენტითვის ჩემი გუნდის პრობლემებზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე საქართველოზე, რომელზეც გუშინ ვისაუბრე. მათ ძალიან ტექნიკური და კარგი შემადგენლობა ჰყავთ და დამსახურებულად გაიმარჯვეს", - თქვა იან ანდერსონმა.
შემდეგ, თანაც წლის ბოლო და ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები