Belive

შუბითიძე წავიდა, კორღალიძე დაბრუნდა - საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. თბილისური გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვიჩა შუბითიძემ დატოვა, მის ნაცვლად კი მალევე გუნდმა ლევან კორღალიძის დაბრუნება დაანონსა. კორღალიძე "საბურთალოს" 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე წვრთნიდა და ხვიჩა შუბითიძე გუნდში სწორედ მისი წასვლის შემდეგ დაინიშნა. 47 წლის მწვრთნელის ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში "საბურთალომ" ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზემ ჯამში 26 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 13 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7-ში დამარცხდა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 32 ტურის შემდეგ, "საბურთალოს" 50 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები