Belive

შტურმმა უშანსოდ წააგო | კიტეიშვილის შეფასება ფეიენოორდთან

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის (ლიგის ფაზის) მეშვიდე ტურში ფეიენოორდმა საკუთარ მოედანზე გრაცის შტურმს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. როტერდამელებმა ეს შეხვედრა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უპრობლემოდ მოიგეს, არადა, უკვე დიდი ხანია გუნდს ჩავარდნა აქვს (6-მატჩიანი მოუგებელი სერია). ნიდერლანდელებს ბოლოს 7 დეკემბერს ჰქონდათ მოგებული.

კარგი დრო არც შტურმს უდგას, განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე - გრაცელებს თითქმის ნულოვანი შანსი აქვთ იმისა, რომ საუკეთესო 24 გუნდში მოხვდნენ. ფეიენოორდთან შეხვედრა სრულად ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა. ქართველმა საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.3) შეფასება დაიმსახურა - SOFASCORE-ის მიხედვით, ხოლო WHOSCORED-მა ოთარს 7.2 ქულა დაუწერა.

7 ჩატარებული თამაშის შემდეგ, შტურმს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ცხრილის 30-ე ადგილზეა. ავსტრიელები ბოლო ტურის შეხვედრას 29 იანვარს, ნორვეგიულ ბრანთან ჩაატარებენ.

სხვა სტატიები