შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო | ქართველის შეფასება
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში გრაცის შტურმი ჰარტბერგს ესტუმრა და მეტოქე 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მან ეს 81-ე წუთზე მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში 54-ე წუთზე ჩაერთო, კიტემ 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 27 გადაცემიდან 20 ზუსტად შეასრულა (74%), კარში ორჯერ დაარტყა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 1 გოლის გატანა მოახერხა.
ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.6
Flashscore - 8.5
Aus ist's! Wir gewinnen hauchzart mit 1:0 und nehmen drei Zähler mit nach Graz! #sturmgraz #AdmiralBL #HTBSTU
— SK Sturm Graz (@SKSturm) November 30, 2025
____________
HTB 0:1 STU |⏱️90+6' pic.twitter.com/DRxMa3NP8i
გრაცის შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილში 25 ქულით მე-2 პოზიციაზეა (8 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 დეკემბერს, ტიროლის წინააღმდეგ გამართავს.
ოთარ კიტეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.