Belive

შოტლანდიაში სელტიკისთვის თასის გადაცემას განიხილავენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია, კორონავირუსის გამო, ბელარუსის გარდა, ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია. გამონაკლისი არც შოტლანდია გახლავთ. ამ მომენტისთვის, 30 ტურის შემდეგ, გათამაშებას "სელტიკი" 80 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე კი "რეინჯერსია" 67 ქულით. რამდენიმე დღის წინ ბელგიაში მიიღეს გადაწყვეტილება და ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულეს. ჩემპიონობა კი პირველ ადგილზე მყოფ "ბრიუგეს" გადაეცა. ზუსტად ამ საკითხზე მიდის მსჯელობა  შოტლანდიაში. არავინ იცის, თუ როდის განახლდება გათამაშება და არის მოსაზრება, რომ "ბრიუგეს" მსგავსად, "სელტიკსაც" გადაეცეს ჩემპიონის ტიტული. თუ ყველაფერი ასე მოხდა, "სელტიკი" ისტორიაში, ჩემპიონი 51-ედ გახდება. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში, ყველაზე მეტჯერ ჩემპიონობა რეინჯერსს (54) აქვს მოპოვებული.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები