Belive

შოთა არველაძის ფახთაქორი უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ტაშკენტის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი სპეციალისტის კლუბი უზბეკეთის პირველობის გამარჯვებული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდა. „ფახთაქორმა“ ბოლო მატჩში „კოკანდომ-1912“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, 59 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევარს 14 ქულით გაასწრო.
შოთა არველაძე „ფახთაქორის“ ჩემპიონობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „ზედიზედ მეორედ – ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ."
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები