შოთა არველაძე უზბეკეთში წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ ტიტულის მოგება. მინდა "ფახთაქორსა" და კლუბის მფლობელს, ბობურშოდიევს მადლობა გადავუხადო. ეს იყო ფანტასტიკური, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო წელიწადი. ძალიან ვამაყობ ყველაფრით, რასაც წელს ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიე",-დაწერა ქართველმა სპეციალისტმა Facebook-ში.
არველაძემ "ფახთაქორთან" ერთად 2019 წელს ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონატი მოიგო და აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის გუნდმა ჩემპიონატი ერთადერთი წაგებით დაასრულა.