Belive

შოთა არველაძე ჩემპიონშიფში მესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისურმა მედიამ შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. The Football League Paper-მა, რომელიც ინგლისის რანგით მეორე, მესამე და მეოთხე ლიგას აშუქებს, ჩემპიონშიფის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც მწვრთნელად "ჰალ სიტის" ქართველი თავკაცი, შოთა არველაძე აირჩია.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გუნდმა პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული "ნორვიჩი" - 2:1 დაამარცხა. არველაძის გუნდს ჩემპიონშიფში შესანიშნავი სტარტი აქვს - 3 ტურში ორი გამარჯვება და 1 ფრე, ამ მაჩვენებლით "ჰალი" 7 ქულას ფლობს და მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ჰალ სიტი" 16 აგვისტოს, ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან დაქვეითებული კიდევ ერთი კლუბის, "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები