Belive

შოთა არველაძე | "უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
"არ მინდა ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. Слава Україні! ," - წერს შოთა არველაძე.

სხვა სტატიები