Belive

შოთა არველაძე გალათასარაისთან მატჩზე: ,,ქულის მოპოვება შეგვეძლო''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ფატიჰ კარაგუმრუქის'' მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, ,,გალათასარაისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,კარგი მატჩი გამოვიდა. გალათასარაი სახლში მეტოქეზე დიდი ზეწოლით თამაშობს, ეს არის გუნდი, რომელსაც შეტევაში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. მათ შეჩერებას ვცდილობდით.

გახსნილი თამაში იყო და ბოლო წუთებში ქულის მოპოვება შეგვეძლო, თუმცა, ზოგჯერ ფეხბურთში სასურველ შედეგს ვერ აღწევ. ამ მატჩს დავივიწყებთ და მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდებით.

გალათასარაიმ მანჩესტერ იუნაიტედს მოუგო... ჩვენ თამაშში ბოლომდე დავრჩით და მათმა მეკარემ რამდენიმე დარტყმაც მოიგერია. ვიმუშავებთ და იმედია, შეცდომებს გამოვასწორებთ.

თურქეთში დაბრუნებაზე - ქაოსის დროს წავედი და ქაოსში დავბრუნდი... საკუთარ თავს ვულოცავ! ეს ქვეყანა საუკეთესოს იმსახურებს. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენლად კარგი ადგილია საცხოვრებლად და ფეხბურთის სათამაშოდ - აქ კარგი ატმოსფერო და სტადიონებია, დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ, მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოდის... ხვალ ან ზეგ, შეიძლება, ევროპა ლიგის მეოთხედფინალს ვუმასპინძლოთ, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.'' - შოთა არველაძე

,,ფატიჰ კარაგუმრუქმა'' შოთა არველაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ,,გალათასარაისთან'' სტუმრად გამართა და 0:1 დამარცხდა.

თურქეთის სუპერლიგის 17 ტურის შემდეგ, არველაძის გუნდი სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა.

,,კარაგუმრუქი'' მომავალ მატჩს 23 დეკემბერს, ,,გაზიანთეფის'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები