Belive

შევჩენკო: ,,ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძვის ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ, ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა:

,,ომის დაწყებიდან დღემდე ძალიან რთული ვითარებაა. ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძვის ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და უკრაინის გვერდში დგომა და დახმარება უმნიშვნელოვანესია,'' - განაცხადა შევჩენკომ.



21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები და რუსული გუნდები მკაცრი სანქციებით დასაჯა. რუსეთს სანქციები სპორტის სხვა სახეობებშიც შეეხო.

სხვა სტატიები