Belive

"შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, მე მიყვარს ნაპოლი" - ხვიჩა კვარაცხელია მომავალზე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა. "პარტენოპეის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სერია A-ს სადებიუტო სეზონში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, იტალიურ მედიაში სპეკულაციები არ ცხრება. ერთ-ერთი უკანასკნელი ფაბრიციო რომანოა, რომელიც "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. რომანომ კვარაცხელიას მიერ DAZN-თან მიცემული ინტერვიუს ციტირება მოახდინა.

ხვიჩა კვარაცხელია მის მომავალთან დაკავშირებით: "უნდა იყვნენ, თუ არა "ნაპოლის" ფანები ოპტიმისტურად განწყობილი? მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - მე მიყვარს "ნაპოლი".

ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ კვარას წარმომადგენლებსა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

სხვა სტატიები