Belive

შეთანხმება შედგა - ედერსონი თურქული გრანდის ღირსებას დაიცავს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენერბაჰჩემ ედერსონთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა და უახლოეს საათებში, ბრაზილიელი კიპერის ტრანსფერს გააოფიციალურებს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟირნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ედერსონის აგენტთან შეთანხმება მიღწეულია. ასევე, ფენერბაჰჩე და მანჩესტერ სიტი სატრანსფერო ღირებულებაზეც შეთანხმდნენ და 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ედერსონი ფენერბაჰჩეს ღირსებას დაიცავს.

ედერსონის გუნდიდან წასვლა სიტის შესაძლებლობას აძლევს, რომ ჯიჯი დონარუმას ტრანსფერზე სრულად კონცენტრირდეს. 32 წლის ედერსონი მანჩესტერ სიტის 2017 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ექვსჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი. 2022/23 წლების სეზონში, ედერსონი ქალაქელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

სხვა სტატიები