Belive

შესანიშნავი შედეგიანობა - არსენალმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მატჩში ლონდონის "არსენალმა" "ნიუკასლს" - 4:1 მოუგო. "მეთოფეებმა" "კაჭკაჭებს" ორივე ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს.

Opta-ს ცნობით, "არსენალი" გახდა პირველი გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდ ტაიმში ორი ან მეტი გოლი გაიტანა. ეს გოლების სერია "ლივერპულთან" მატჩში დაიწყო (3:1), შემდეგ კი "ვესტ ჰემთან" (6:0), "ბარნლის" (5:0) და "ნიუკასლთან" (4:1) შეხვედრებში გაგრძელდა.

მიკელ არტეტას გაწვრთნილი "არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" ორი ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები