Belive

შესაძლოა იოახიმ ლოვმა თურქეთის ნაკრები ჩაიბაროს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა შტეფან კუნცთან თანამშრომლობა გაწყვიტოს.

იაპონიასთან 4:2 მარცხის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის ამ სიტყვებმა ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობა უფრო გააუარესა. კუნცს თურქეთის ნაკრებთან კონტრაქტი ევრო 2024-ის დასრულებამდე აკავშირებდა, თუმცა, ფედერაციამ გადაწყვიტა გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი გაეწყვიტა. 

მალევე გავრცელდა ჭორები ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ. სხვადასხვა სპორტული გამოცემები იტყობინებიან, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების თავკაცად იოახიმ ლოვის დანიშვნას აპირებს. 

63 წლის სპეციალისტი ამჟამად გუნდის გარეშე იმყოფება. ლოვი დიდი ხნის განმავლობაში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და 2014 წელს მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც შეძლო.  

სხვა სტატიები