Belive

ბუდუ ზივზივაძე მაისურის გაცვლის გამო დასაჯეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გაზაფხულზე ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" იჯარის წესით გადავიდა და იასამნისფერ-თეთრი მაისურით გოლებიც გაიტანა. ზაფხულში მას ყოფილ გუნდში დაბრუნება მოუწია, მაგრამ მაშინვე გამოაცხადა, რომ არ სურდა "ფეჰერვარის" მოთამაშედ დარჩენა. მისი სურვილის მიუხედავად, ქართველს კლუბმა წასვლის უფლება არ მისცა.

გუშინ საღამოს "ფეჰერვარი" "უიპეშტთან" შინ დამარცხდა და როგორც უნგრულ მედიაში წერენ, ქართველზე ამ ყველაფერს დიდად არ უმოქმედია. მატჩის შემდეგ, ბუდუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან ღიმილით საუბრობდა.

Capture-8

Fehérvár Media Center აცხადებს, რომ ზივზივაძემ მაისური მეტოქე ფეხბურთელთან გაცვალა და მოედანი "უიპეშტის" მაისურით დატოვა. ამის გამო, "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი შემტევი იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ივარჯიშებს.

სხვა სტატიები