Belive

"შენ პროფესიონალი ხარ და საკუთარი თავის წარმოჩენა ასე გინდა?" - ამერიკელმა ინფლუენსერმა მუდრიკი მკაცრად გააკრიტიკა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა. უკრაინელმა ფეხბურთელმა ვიდეო განათავსა, სადაც სატრენაჟორო დარბაზში მოვარჯიშე ადამიანი ჩანს, რომელსაც ტანის ქვედა ნაწილი უჩანს. ამის გამო ამერიკელმა ინფლუენსერმა ჯოი სვოლმა "ჩელსის" ფეხბურთელი სასტიკად გააკრიტიკა.

"შენ ხედავ მამაკაცს, რომელიც სპორტდარბაზში თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს მწვრთნელთან ერთად საკუთარი თავი გააუმჯობესოს. ის უხერხულ სიტუაციაშია, დიახ! შენ კი გადაწყვიტე მისთვის ვიდეო გადაგეღო და ეს სოციალურ ქსელში განგეთავსებინა? შენ მას ყურადღების მისაპყრობად დასცინე. მართლა? შენ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და პრემიერ ლიგაში "ჩელსის" ღირსებას იცავ. ასე გსურს საკუთარი თავისა და გუნდის წარმოჩენა?" - ამბობს ჯოი სვოლი.

https://www.tiktok.com/@thejoeyswoll/video/7236571894902721838?is_from_webapp=1&sender_device=pc&web_id=7127233815105308162

"აი სწორედ აქ გამოიჩინა მისმა ასაკმა თავი. მისი საქციელი პატარა ბავშვის ქმედებას ჰგავდა."

"გულისამრევი საქციელი"

"შეიძლება ის მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ სამართლიანად." - ასე გამოეხმაურნენ გულშემატკივრები მუდრიკის საქციელს.

სხვა სტატიები