Belive

"შემადარეთ მაშინ, როდესაც 1 მატჩში 5 გოლს გაიტანს" - ფონსეკა კვარაცხელიაზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაისა და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ნეაპოლიტანური კლუბის მაისურით, 1 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

53 წლის დანიელ ფონსეკას ჟურნალისტებმა კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"შემადარეთ მაშინ, როდესაც კვარაცხელია 1 მატჩში 5 გოლს გაიტანს - ეს ერთადერთი მიღწევაა, რაც ნეაპოლურ კარიერაში გამაჩნია და მინდა ხაზი გავუსვა. UEFA-ს თასზე, "მესტალიაზე" 5 გოლის გატანა განსაკუთრებულია - მაშინ რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით და თავდამსხმელებისთვის გაცილებით რთული დრო იყო. დღეს შედარებით მარტივი ვითარებაა, რადგან მცველებს ხშირად აფრთხილებენ.

შეგახსენებთ, რომ 1992/93 წლების სეზონის UEFA-ს თასზე, "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ნაპოლისთან" 1:5 დამარცხდა - "ღამურების" კარში გატანილი ხუთივე გოლის ავტორი დანიელ ფონსეკა გახდა, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას 1992-94 წლებში იცავდა.

სხვა სტატიები