შეხვედრა შედეგის გარეშე - არსენალი დიოკერეშთან ჯერ ვერ შეთანხმდა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონში ვიქტორ დიოკერეშისა და არსენალის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ლონდონური კლუბის სატრანსფერო დელეგაცია, ამ ეტაპზე, კონკრეტული შედეგის გარეშე დარჩა.
თავად ფეხბურთელს არსენალში თამაში სურს და სპორტინგის ვარჯიშებზე დაბრუნება რამდენჯერმე გადადო. შვედი თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია გარიგება მალევე შედგეს, თუმცა არსენალი 'ფეხს ითრევს'.
სპორტინგს 80 მილიონი ევრო სურს, რაც მიღწევადია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსენალი გარიგებას 70 მილიონ ევროს პლუს 10 მილიონი - ასეთი შეთანხმებით დაასრულებს.
ნაკლებად სავარაუდოა, გიოკერეში ამ ზაფხულს ლისაბონში დაბრუნდეს. თუ არსენალმა მისი შეძენა ვერ მოახერხა, შვედი ფეხბურთელი იჯარით რომელიმე ევროპულ კლუბში თამაშს აპირებს.