Belive

შეხება იყო - ხორვატიის გავარდნა ტექნოლოგიურმა სიზუსტემ გადაწყვიტა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში VAR-ის ერთ-ერთი ყველაზე დრმატული გადაწყვეტილება ტორონტოში, პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ 1/16-ფინალურ მატჩში დაფიქსირდა - ხორვატიის ნაკრების 103-ე წუთზე გატანილი საპასუხო გოლი არ ჩაითვალა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ჩანს, ადგილზე მყოფი გულშემატკივრებიც ბოლომდე ვერ მიხვდნენ იმას თუ რა ხდებოდა, ამიტომ მინდორზე ბოთლების სროლაც კი დაიწყეს.

იოშკო გვარდიოლმა, თავური დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა, ხოლო ნორვეგიელი არბიტრი, ესპენ ესკასი, თამაშგარე მდგომარეობის გადასამოწმებლად ვიდეომონიტორთან იხმეს.

ეპიზოდის განხილვის შემდეგ გოლი გაუქმდა. დადგინდა, რომ ჩაწოდების მომენტში, იგორ მატანოვიჩი ბურთს მსუბუქად შეეხო, რის შემდეგაც გადაცემა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ მარიო პაშალიჩთან მივიდა, რომელმაც თავის მხრივ საგოლე პასი გვარდიოლს გადასცა.

თანაგუნდელის მიერ ბურთის ბოლო შეხების მომენტში ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბურთი მცველს მოხვდა და ეს არ იყო მისი განზრახული თამაში, შესაბამისად, ოფსაიდი ძალაში რჩება. 'სნიკო' (Snicko) 100%-ით ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ბურთს მსუბუქად შეეხო. - ეს უკვე პრემიერ ლიგის მსაჯის განმარტებაა BBC SPORT-ის ეთერში

snicko „სნიკო“ არის ტექნოლოგია, რომელიც ბურთში ჩამონტაჟებულ სენსორულ სისტემას წარმოადგენს. იგი ზუსტ მონაცემებს რეალურ დროში მყისიერად გადასცემს VAR-ის ოთახს.

Adidas-ის ოფიციალურ სამატჩო ბურთში (Trionda) ინტეგრირებული Connected Ball ტექნოლოგიის მონაცემების თანახმად, დადასტურდა, რომ პორტუგალიის ნაკრების კარში გასული გოლის კომბინაციისას ადგილი ჰქონდა ხორვატიის ნაკრების წევრის, იგორ მატანოვიჩის შეხებას ბურთთან. აღნიშნულმა მონაცემმა მსაჯს საშუალება მისცა, სწორად განესაზღვრა თამაშგარე მდგომარეობა და გაეუქმებინა გოლი.

Trionda-ს ბურთში მოთავსებულ IMU სენსორებს შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი მინიმალური კონტაქტი, რაც ტრანსლაციის დროს მაყურებლისთვის 'გულისცემის გრაფიკის' სახით არის წარმოდგენილი. ეს მსაჯებს აწვდის უპრეცედენტო მოცულობის მონაცემებს სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად - ეს განცხადება FIFA-მ X-ზე გაავრცელა

სხვა სტატიები