Belive

შეიხ იასიმის ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედის მიმართ არ წყდება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკვე დიდი ხანია კატარელ შეიხს ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანის, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” შეძენა სურს. პირველადი ინფორმაციის თანახმად ალ თანი მზადა იყო, ინგლისური კლუბის სანაცვლოდ 5 მილიარდ ფუნტზე მეტი გადაიხადა. მისი შეთავაზება, ასევე, დამატებით ინვესტიციებსაც ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ 5 მილიარდი ფუნტი სპორტულ გუნდში არასდროს გადაუხდიათ. რეკორდად ამერიკული ფეხბურთის გუნდის, ,,დენვერ ბრონკოსის” გაყიდვა ითვლება, რომელშიც 2022 წელს 3.75 მილიარდი ფუნტი გადაიხადეს.

რამდენიმე საათის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიხმა იასიმმა შეთავაზებული თანხა საგრძნობლად გაზარდა. მას კლუბის 100%-ის შეძენა სურს. ზუსტი თანხა არ სახელდება, თუმცა, როგორც ჟურნალისტი წერს ის "წითელი ეშმაკების" ყველა ვალს გადაიხდის. წყაროზე დაყრდნობით, შეიხი იასიმის შეთავაზებული თანხა 5 მილიონ ფუნტს ბევრად აღემატება.

სხვა სტატიები