შეფილდ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის ანტირეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"შეფილდ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა, მათ ერთ სეზონში უკვე 101 გოლი გაუშვეს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია.
ბოლო გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გაშვებული ერთ სეზონში "სვინდონ თაუნი" იყო 100 გოლით, მათ ეს 1993/94 წლების სეზონში მოახერხეს.
პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გაშვებული გოლი:
1. შეფილდ იუნაიტედი | 2024/23 წლებში - 101 გოლი
2. სვინდონ თაუნი | 1993/94 წლებში - 100 გოლი
3. იპსვიჩ თაუნი | 1994/94 წლებში - 93 გოლი
4. დერბი ქაუნთი | 2007/08 წლებში - 89 გოლი
5. ფულჰემი | 2013/14 წლებში - 85 გოლი
"შეფილდ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 2023/24 წლების სეზონში 16 ქულით ბოლო ადგილზეა და ქვედა დივიზიონში დაქვეითებულია.