Belive

"შჩესნის მემკვიდრე" - იუვენტუსი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტურინის "იუვენტუსი" გუნდის ამჟამინდელი კიპერის - ვოიცეხ შჩესნის მემკვიდრის ძიებაშია. პოლონელ კიპერს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, განახლების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული.

"ბიანკონერის" წარმომადგენლებს, შჩესნის შემცვლელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. იტალიური და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებენ იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილი ტურინელთა მთავარი სამიზნეა.

ამ დროისათვის მამარდაშვილი ერთ-ერთი ნათელი წერტილია, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ "ვალენსიაში" ბრწყინავს. კლუბს არა მხოლოდ მოედანზე - არამედ მის მიღმაც პრობლემები აქვს და შესაძლოა ამ ყველაფერს ქართველი კიპერი შეეწიროს.


გიორგი მამარდაშვილი

"იუვენტუსის" მსგავსად "ვალენსიაც" ფინანსურ კრიზისს განიცდის და "ღამურებს" რომელიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ, რათა ფინანსური დისბალანსი აღმოიფხვრას. Elgoldigital-ი აღნიშნავს, რომ ესპანური კლუბის ფინანსური პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი გზა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გადის - ახალგაზრდა ქართველმა კიპერმა ფენომენალური ასპარეზობით "ვალენსიას" ძირითად გუნდში გაიმყარა პოზიციები და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბიანკონერი" შეეცდება, რომ ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს და მამარდაშვილი კიდევ უფრო ნაკლებ თანხად შეიძინოს.

გარიგების შემთხვევაში ტურინელები იმედოვნებენ, რომ ვოიცეხ შჩესნის იდეალურ მემკვიდრეს გაიფორმებენ, რომელიც "ბიანკონერის" კარს მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს.

სხვა სტატიები