Belive

შანსი იტალიას? FIFA-მ შესაძლოა ირანი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონებს ტურნირზე მოხვედრის შანსი მიეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ FIFA-მ ირანი ყატარში არ დაუშვას. ეს ვარაუდი ირანსა და ლიბიას შორის, შესარჩევი მატჩის მატჩისას, ადამიანის უფლებების დარღვევით არის გამოწვეული. მასპინძელმა მხარემ სტადიონზე 2000 ქალი არ დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბილეთები ჰქონდათ. FIFA-ს 2019 წელს აღნიშნული საქციელისთის ირანის ფეხბურთის ფედერაცია უკვე გაფრთხილებული ჰყავდა. ირანის ეროვნულ ნაკრებს ახლა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია. თუ ეს მოხდება, ირანის ადგილი შესაძლოა დაიკავოს FIFA-ს რეიტინგში იმ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდმა, რომელმაც ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხა - ასეთი სწორედ იტალიაა.

სხვა სტატიები