Belive

"შალკემ" ვაგნერი გაუშვა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2019-20 წლის სეზონში "შალკემ" გერმანიის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა და 34 ტურში მხოლოდ 39 ქულის მოპოვება შეძლო. ასეთი შედეგი ნამდვილად არ შეეფერება "შალკეს". ვერც ახალი სეზონი დაიწყო გუნდისთვის კარგად: ვაგნერის ახლა უკვე ყოფილმა გუნდმა ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნთან" 8:0 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" მიგვაჩვია ასეთ შედეგებს და მეტოქის დაუნდობლობას, ასეთმა მარცხმა პირველსავე ტურში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაგნერის მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც არც მანამდე იყო მყარი. 26 სექტემბერს "შალკეს" "ვერდერისთვის" უნდა ემასპინძლა და ამ შეხვედრის შედეგი დიდი ალბათობით განსაზღვრავდა გერმანელი სპეციალისტის მომავალს. "შალკემ" აღნიშნული შეხვედრა "ვერდერთან" 1:3 წააგო, გუნდი უკვე 59-ე წუთისთვის 0:3 აგებდა. მე-2 ტურის შემდეგ კი "შალკე" გერმანიის ჩემპიონატში ბოლო მე-18 ადგილს იკავებს, ამასთან გუნდმა 11 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა. აშკარაა, რომ ვაგნერის ხელში "შალკემ" არ იცის, როგორ ითამაშოს ან რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდს ფეხბურთის თამაში დაავიწყდა. ასეთი ცუდი ფორმისა და საშინელი შედეგების გამო კლუბში ცვლილებები აუცილებელია, ამიტომ კლუბმა ცვლილებები დავიდ ვაგნერის გუნდიდან გაშვებით დაიწყო. უკვე ოფიციალურად "ვერდერთან" 1:3 მარცხის შემდეგ "შალკემ" 48 წლის გერმანელი სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სხვა სტატიები