Belive

სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პრემიერლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა 20-გუნდიან სისტემაზე გადაერთო, მიმდინარე სეზონი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანია.

34 ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში 1092 გოლია გასული (მატჩში საშუალოდ 3,26 გოლი), რაც ყველა დროის რეკორდია (რეკორდისთვის საჭირო 1085 გოლი იყო). გარდა იმისა, რომ წინ კიდევ 4 ტურია, ზოგიერთ გუნდს 5 და 6 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

შედარებისთვის, გასულ სეზონში ინგლისის უმაღლეს ლიგაში 1084 გოლი გავიდა, რაც ასევე რეკორდი იყო.

წელს ყველაზე მეტი, 82 გოლი ლონდონის ,,არსენალის'' ანგარიშზეა, ამ მხრივ მეორე ადგილს 76 გოლით ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს, მესამეზე კი ,,ლივერპულია'' (75);