Belive

გაბრაზებული ფანი სევილიას მეკარეს თავს დაესხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "პსვ"-სა და "სევილიას" დაპირისპირება შედგა. ეინდჰოვენში, "Philips Stadion"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საკუთარ კედლებში მოპოვებული გამარჯვება "პსვ"-სთვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო. ნიდერლანდური კლუბი ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის მსვლელობისას, იმ დროს, როდესაც მასპინძლები 1:0 იმარჯვებდნენ, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. "სევილიას" კიპერის ქმედებებით უკმაყოფილო გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და მარკო დმიტროვიჩს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გაბრაზებულმა ფანმა სერბ კიპერს მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც დმიტროვიჩმა მისი წაქცევა შეძლო და სტადიონის უსაფრთხოების თანამშღომლების მისვლამდე თავდამსხმელი გააკავა.

მატჩის დასრულების შემდეგ სერბმა კიპერმა ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც თავს ესხმიან, ის დამნაშავეს ყოველთვის საკადრის პასუხს სცემს.

სხვა სტატიები