Belive

სევილიამ სამპაოლი კლუბიდან გააგდო - ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სევილიამ" 62 წლის არგენტინელი მწვრთნელი - ხორხე სამპაოლი, გუნდიდან გააგდო.

ხორხე სამპაოლი "სევილიაში" მეორედ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა, მან კლუბი ლა ლიგის გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა და ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გაიყვანა, თუმცა გუნდის მესვეურებმა მისი გათავისუფლების უფლება მაინც მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლის არგენტინის ეროვნული ნაკრების, ჩილეს ეროვნული ნაკრების, "მარსელის", "ატლეტიკო მინეიროში" და არაერთ კლუბში თუ ნაკრებში უმუშავია.

ანდალუზიური კლუბის ახალი მწვრთნელი კი - ხოსე ლუის მენდილიბარი იქნება, რომელსაც სხვადასხვა წლების განმავლობაში: "ბილბაოში", "ოსასუნაში", "ლევანტეში" და "ეიბარში" უმუშავია. ბოლოს კი 2021-2022 წლებში "ალავესის" მთავარი მწვრთნელი იყო.

სხვა სტატიები