Belive

სეტიენის პირველი კომენტარი ვალენსიასთან მარცხის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" ლა ლიგის 21-ე ტურში "ვალენსიასთან" დამარცხდა. კიკე სეტიენის გუნდმა "ღამურებთან" სტუმრად, "მესტალიაზე" 0:2 წააგო. კატალონითა მთავარმა მწვრთნელმა სეტიენმა "ბარსელონაში" პირველი წარუმატებელი მატჩი შეაფასა. "სამწუხაროდ, კარგად ვერ ვითამაშეთ. შესაძლოა, ჩვენ, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებს დავალებები ზუსტად ვერ გადავეცით. მეტოქის კარისკენ გზა ვერ გამოვნახეთ, "ვალენსიამ" კი მომენტები გამოიყენა და 2 გოლი გაიტანა. ნამდვილად არ გვინდა ბურთი ტყუილად გვქონდეს. მისი კონტროლით საგოლე შანსები უნდა შევქმნათ," - თქვა სეტიენმა.

სხვა სტატიები