Belive

სესარ ლუის მენოტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სესარ ლუის მენოტი, რომელმაც არგენტინის ნაკრებს 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მუნდიალის თასი მოუტანა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფრომაცია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

მენოტიმ, რომელიც არგენტინაში, ქალაქ როსარიოში 1938 წელს დაიბადა, ნაკრებში 1960-იან წლებში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. იყო 11 კლუბის მწვრთნელი, ზოგიერთის რამდენჯერმეც. წვრთნიდა ორ ეროვნულ ნაკრებსაც და მისი კარიერა 37 წელს გაგრძელდა.

ყველაზე მეტად, მენოტის მსოფლიო მას შემდეგ იცნობს, რაც 1978 წელს არგენტინის მწვრთნელის რანგში გუნდს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოუტანა, ეს იყო დრო, როცა სამყარო ცინიკურად უყურებდა არგენტინული ფეხბურთის სიხისტესა და მათ "ძალადობისკენ მიდრეკილებას". მენოტის არგენტინა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, რაც სრულიად ამოვარდნილი იყო იმდროინდელი საფეხბურთო სამყაროს წარმოდგენებისგან არგენტინულ სათამაშო სტილზე. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა არგენტინამ უამრავი გულშემატკივარი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მენოტი - "გამხდარი", როგოროც მას სიყვარულით უწოდებდნენ, არგენტინული ფეხბურთის რომანტიზმის საფუძველია და იდეალებისკენ მისი სწრაფვა, მას სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადამიანად აქცევს.