Belive

სერუ გირასიმ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის მე-5 ტურში ,,შტუტგარტმა'' ,,დარმშტადს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 

მატჩში დუბლი გაიფორმა სერუ გირასიმ, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატის საწყის 5 ტურში 10 გოლი დაუგროვდა.

შედეგად, გვინეელმა თავდამსხმელმა 2020-2021 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა, რომელმაც პირველ 5 შეხვედრაში ასევე 10 გოლის გატანა შეძლო (ის სეზონი პოლონელმა 41 გოლით დაასრულა).

5 ტურის შემდეგ, ,,შტუტგარტი'' 12 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. გირასის გუნდი მომავალ მატჩს 30 სექტემბერს, ,,კიოლნთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები