Belive

სერხიო რამოსი: "წაგების უფლება არ აქვთ - რეალმა ბარსელონას უნდა მოუგოს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა მცველმა - სერხიო რამოსმა, მოახლოებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა და მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს მიმართა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ბარსელონა დაამარცხონ.

„მე ვარ მადრიდისტა და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. რა თქმა უნდა, დიდი გულით ვუქომაგებ სამეფო კლუბს და მჯერა, რომ გამარჯვება სწორედ ალონსოს გუნდს დარჩება.

ასევე მსურს, ჩემმა მეგობარმა მბაპემ საოცარი თამაში აჩვენოს და არაერთი გოლის გატანა შეძლოს.

შარშან სამეფო კლუბს „ელ კლასიკოების“ სრული ფიასკო ჰქონდა. თუ რეალი ბარსელონას ახლაც ვერ მოუგებს, ეს იქნება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სერია, სწორედ ამიტომ, „ბლანკოსმა“ არ უნდა დაუშვას მოვლენების მსგავსი განვითარება.

ბერნაბეუზე საოცარ გარემოს ველი. დავესწრები თუ არა მატჩს? რა თქმა უნდა ვეცდები!“ - სერხიო რამოსი

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკოში ზედიზედ 5 მატჩია 'სამეფო კლუბს' არ მოუგია - 4-ჯერ ბარსელონამ გაიმარჯვა, ხოლო 1-ხელ მატჩი ფრედ დასრულდა, საბოლოოდ თამაშისა და ტიტულის გამარჯვებული კი ბარსელონა გახდა (კოპა დელ რეის ფინალი).

სხვა სტატიები