Belive

სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფანებმა სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გავლენიანი ფრანგული გამოცემის - France Football-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ფანების 69% დათანხმდა, რომ "ბლანკოსის" კაპიტანი ყველა დროის საუკეთესო მცველია. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, "რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, 34-წლის რამოსი ესპანეთის ლა ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. France Football-ის კითხვას: უნდა ითვლებოდეს თუ არა რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად? გულშემატკივართა 69%-მა დადებითი პასუხი გასცა.
11111
 

სხვა სტატიები