Belive

სერხიო აგუერო მსოფლიო ჩემპიონის მედალს მიიღებს?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. "ალბისელესტემ" ფინალური მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ყოფილი ვარსკვლავი - სერხიო აგუერო, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში კატარში იმყოფებოდა და არგენტინას აქტიურად უჭერდა მხარს, ხოლო ფინალის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ მოედანზე შევიდა და ჩემპიონობა ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა.

ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიო აგუერო მსოფლიო ჩემპიონის მედალს მიიღებს, რადგან არგენტინულმა მხარემ, ის ფინალურ მატჩში ასისტენტ მწვრთნელად დაარეგისტრირა.

სხვა სტატიები