Belive

სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად მაურისიო სარი დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურისიო სარი სერია A-ს, მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 64 წლის სპეციალისტს ჯილდო "ლაციო" "იუვენტუსის" მატჩის წინ გადაეცემა.

ჯილდო მიანიჭა სპორტული გაზეთების დირექტორებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებიც აფასებდნენ ცალკეულ მწვრთნელებს ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმების და მათი გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, ასევე მატჩების დროს შენარჩუნებული ქცევის/სამართლიანი თამაშის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში სარის გაწვრთნილმა "ლაციომ" 3 მატჩი გამართა - სერია A-ს მიმდინარე ლიდერი "ნაპოლი" დაამარცხა და რომაულ დერბიშიც გაიმარჯვა, ხოლო "ბოლონიასთან" გამართულ შეხვედრაში, კარის მშრალად შენახვა შეძლო.

"ლაციოს მწვრთნელობის მეორე წელს, მაურისიო სარი ამტკიცებს, რომ ის დიდი საფეხბურთო მაესტროა", - თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

სხვა სტატიები