Belive

სერია A-ს MVP ფედერიკო დიმარკო გახდა, ცნობილია სხვა გამარჯვებულებიც

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ში 2025/26 წლების სეზონში მიღწეული წარმატებისთვის ფეხბურთელებს სხვადასხვა ჯილდოები გადაეცათ. საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) მილანის ინტერის მარცხენა მცველი ფედერიკო დიმარკო დასახელდა. 28 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 18 საგოლე გადაცემა დააგროვა, აღსანიშნავია ისიც, რომ ასისტების მიხედვით მან სერია A-ს რეკორდი დაამყარა, აქამდე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა პაპუ გომესს (16) ჰქონდა შესრულებული.

MVP-ის ჯილდოს გარდა, სერია A-მ გამოავლინა სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელები:

  • ამომავალი ვარსკვლავი: კენან ილდიზი (იუვენტუსი)

  • საუკეთესო მეკარე: მილე სვილარი (რომა)

  • საუკეთესო მცველი: მარკო პალესტრა (კალიარი)

  • საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკო პასი (კომო)

  • საუკეთესო თავდამსხმელი: ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

  • საუკეთესო მწვრთნელი: კრისტიან კივუ (ინტერი)

სხვა სტატიები