Belive

სერბეთის თასის ფინალში ასაფეთქებელი ფეხბურთელებს შორის ჩააგდეს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბეთის თასის ფინალში, რომელშიც ერთმანეთს ვოივოდინა და ცრვენა ზვეზდა უპირისპირდებოდნენ, უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

პირველი ტაიმის 41-ე წუთზე, როდესაც ზვეზდა ბრუნო დუარტეს გოლის წყალობით 1:0-ს იგებდა, ხოლო ვოივოდინა კუთხურს აწვდიდა, ტრიბუნებიდან ნასროლი ასაფეთქებელი მოთამაშეებს შორის დაეცა, შედეგად, ვოივოდინას სამი მოთამაშე და ზვეზდას ერთი მოთამაშე ძლიერი ტკივილის გამო მინდორზე დაეცა.

შეხვედრა ცრვენა ზვეზდამ 0:3 მოიგო.