Belive

სერ ალექს ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შოტლანდიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 26 ისტორიული წელი გაატარა, რა დროშიც მან გუნდთან ერთად 38 ტიტული მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონი "წითელ ეშმაკებში" 1986 წელს მივიდა და მას შემდეგ მან ისტორია დაწერა. "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ ტიტულოვან პერიოდში 78 წლის სპეციალისტმა 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასის და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. წლების განმავლობაში შოტლანდიელმა ისეთი მოთამაშეები გამოიყვნა პირველ გუნდში, როგორებიც არიან : დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და მან ნამდვილი დინასტია შექმნა. ფერგიუსონი ტიტულს ტიტულზე იგებდა, მან მთელ მსოფლიოში დაიმსახურა პატივისცემა. SPORTbible- ის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი, სადაც სერ ალექს ფერგიუსონმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამოკითხვაში 46 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მე-2 ადგილზე "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი ბობ პეისლი გავიდა 12.1%- ით, მე-3 ადგილი "ტოტენჰემის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა 8.1%- ით, მე-4 ადგილზე პეპ გუარდიოლა გავიდა 7.1%- ით, ხოლო პირველი ადგილი შოტლანდიელმა დამაჯერებლად - 72.7%- ით დაიკავა. 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მან გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის მე-13 ტიტულის მოგებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მიიღო. "პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება - ამაზე ბევრს ვფიქრობდი, ახლა შესაფერისი დროა",- განაცხადა სერ ალექსმა. ფერგიუსონმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად ძალიან ბევრს მიაღწია და გულშემატკივარს უამრავი დაუვიწყარი წუთები აჩუქა, ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.  

სხვა სტატიები