Belive

სენეგალი აფრიკის თასის პირველი ნახევარფინალისტია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის თასის 2025 წლის გათამაშებაში, სენეგალის ნაკრებმა მალი მეოთხედფინალში დაამარცხა (0:1) და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი ევერტონის ფეხბურთელმა, ილიმან ნდიაიემ გაიტანა (27 წუთზე). ნდიაიემ მალელი მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ მალის ნაკრები, პირველი ტაიმის ბოლოს, 10 კაცით დარჩა - ბისუმამ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

სენეგალი ეგვიპტესა და კოტ დ'იუავარს შორის გამარჯვებულს ნახევარფინალში დაუპირისპირდება. კიდევ ორი მეოთხეფინალური წყვილი ასეთია: კამერუნი/მაროკო; ალჟირი/ნიგერია.

სხვა სტატიები