Belive

სენეგალელთა მცდელობის მიუხედავად, მანე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“ვერდერთან” შეხვედრაში მიღებული ტრავმა მანესთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ სენეგალელი ფორვარდი მუნდიალის გამოტოვებას აპირებდა.

მიუხედავად სადიოს ტრავმისა, აფრიკელები მაინც იმედოვნებდნენ, რომ მანე გამოჯანმრთელდებოდა და ტრავმირებული ფეხბურთელი 26-კაციან განაცხადშიც შეიყვანეს.

რამდენიმე წუთის წინ, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა პოსტი, რომლის მიხედვითაც სენეგალმა დაადასტურა, რომ მანე მუნდიალზე ვერ ითამაშებს.

სენეგალი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 21 ნოემბერს იწყებს. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება და შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები