Belive

"საზონოვი ვარჯიშებზე ტრამვაით დადის" - ტორინოს ფანების კომპლიმენტები ქართველ მცველს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი, საბა საზონოვი, რომელიც "ტორინოს" მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, გულშემატკივრების სიმპათიას არამხოლოდ დამაჯერებელი თამაშით, არამედ მისი სოციალური ქცევითაც იმსახურებს. კერძოდ, ტორინოს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საბა მაშინ დაინახა, როდესაც ტრამვაით სარგებლობდა და ფოტო X-ზე გამოაქვეყნა.

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა კომპლიმენტები დაიმსახურა გულშემატკივრებისგან და თემის შესახებ სტატია reppublica.it-ზეც გამოქვეყნა.

ფეხბურთის მოყვარულებს აღარ აოცებთ ისეთი დეტალები, როგორიც სუპერმანქანებია, მაგალითად ბალოტელის "ლამბორგინი" ან კრიშტიანუს "ფერარი". მათში უფრო მეტ აღტაცებას უკვე ტრამვაი იწვევს. ტურინში, ფაქტობრივად, უკვე ყველამ იცის, რომ ქართველი 21 წლის ფეხბურთელი ქალაქში გადასაადგილებლად ტრამვაის N4-ე ხაზს იყენებს. ესაა ძველი დროის ჩვევა, რომელიც გულშემატკივრებში გაოცებასა და სიმპათიას ერთდროულად იწვევს. საბა, რომელიც ხუთშაბათს 22 წლის გახდება ტრამვაიში, რომელიც ტურინს ზუსტად შუაზე ჭრის, სპორტული შარვლითა და ზამთრის ქურთუკით გადაიღეს.

როცა "ტორო" სახლში "სალერნიტანას" მიიღებს, ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვი დადგება, რადგან ალესანდრო ბონჯორნომ "კალიარისთან" შეხვედრაში მხრის მძიმე დაზიანება მიიღო და დაახლოებით 1 თვეს იუქმებს. ვნახოთ როგორ მიიღებენ "ტოროს" ფანები ახალ კუმირს, რომელსაც ქალაქში ტრამვაით გადაადგილება ხიბლავს - ნათქვამია იტალიური გამოცემის სტატიაში

საბამ, მიმდინარე სეზონში, ტორინოს რიგებში 6-ჯერ ითამაშა, მათ შორის უკანასკნელად შეცვლაზე კალიარისთან შევიდა, სადაც შესანიშნავად გამოიყურებოდა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ტორინოს სერია A-ს 21 ტურში 31 ქულა აქვს სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. 4 თებერვალს, ტორინო საკუთარ კედლებში სალერნიტანას მიიღებს და სავარაუდოა, რომ საზონოვი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სხვა სტატიები