Belive

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გარეტ საუთგეიტმა ესპანეთის (8 სექტემბერი) და შვეიცარიის (11 სექტემბერი) წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალამდე მიაღწია, საუთგეიტმა 5 ცვლილება განახორციელა. ალექს მაკარტი ("საუთჰემპტონი"), ჯო გომესი ("ლივერპული"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ადამ ლალანა ("ლივერპული") და ჯეიმს ტარკოვსკი ("ბარნლი") მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, თუმცა საუთგეიტმა ერთა ლიგის შეხვედრებისათვის ხუთივე მათგანი გამოიძახა. ინგლისელთა თავკაცმა რამოდენიმე ცვლილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ გარი კეჰილმა ("ჩელსი") და ჯეიმი ვარდიმ ("ლესტერი") სანაკრებო კარიერა დაასრულეს, ნიკ პოუპს ("ბარნლი") კი ტრავმის შემდეგ ოპერაცია ესაჭიროება. ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის (8 სექტემბერი) და შვეიცარიის (11 სექტემბერი) წინააღმდეგ გასამართ მატჩებში. მეკარეები: ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ჯეკ ბატლენდი ("სტოკი"), ალექს მაკარტი ("საუთჰემპტონი"). მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული"), ჯო გომესი ("ლივერპული"), ჰარი მაგუაიერი ("ლესტერი"), დანი როუზი ("ტოტენჰემი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), ჯეიმს ტარკოვსკი ("ბარნლი"), კირან ტრიპიერი ("ტოტენჰემი"), კაილ უოლკერი ("მანჩესტერ სიტი"). ნახევარმცველები: დელე ალი ("ტოტენჰემი"), ფაბიან დელფი ("მანჩესტერ სიტი"), ერიკ დაიერი ("ტოტენჰემი"), ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), ადამ ლალანა ("ლივერპული"), ჯესი ლინგარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რუბენ ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"). თავდამსხმელები: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დანი უელბეკი ("არსენალი").

სხვა სტატიები