Belive

საუთგეიტი პლეი-ოფში სავარაუდო მეტოქეებზე: "ყველა შემთხვევაში სხვადასხვა თამაში იქნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა და 7 ქულით პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. გარეთ საუთგეიტის გუნდი მერვედფინალში F ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. ეს კი შეიძლება იყოს უნგრეთიც, გერმანიაც, საფრანგეთიც და პორტუგალიაც. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პოტენციურ მეტოქეებთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. "ყველა შემთხვევაში სხვადასხვა თამაშს ვიხილავთ - მსოფლიო ჩემპიონი (საფრანგეთი), ევროპის ჩემპიონი (პორტუგალია) და გერმანია, რომელიც ბრუნდება. ვისაც არ უნდა ვეთამაშოთ, მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას მივიღებთ. თუმცა, ამ გზის შესახებ უკვე 18 თვეა ვიცით. კარგია ის, რომ ჩვენ კვლავ ვუმჯობესდებით და გუნდისგან კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი. ჩეხეთთან თამაშამდე ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ მშვიდად ყოფილიყვნენ. ჯგუფიდან უკვე გასულები ვიყავით, მაგრამ პირველ ადგილზე გასვლა ჩვენი მიზანი იყო. პირველი ადგილი თუ მეორე, რომელია უკეთესი, ეს არავინ იცის. აუცილებელია, რომ სიტუაციაზე კონტროლი მოიპოვო, ინგლისს კი სურდა, რომ პლეი-ოფშიც უემბლიზე დარჩენილიყო. ეს სტადიონი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ტრიბუნებზე კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გვეყოლება,  რაც ძალიან დაგვეხმარება," - თქვა საუთგეიტმა.  

სხვა სტატიები