Belive

საუკუნის ძარცვა - ხამესის ტრანსფერი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ხამეს როდრიდეგისისა და კარლო ანჩელოტის თანამშრომლობა სულ რაღაც 1 თვეს ითვლის, თუმცა კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ბრწყინვალე სათამაშო ფორმით ყველას გაკვირვება გამოიწვია. არაერთი სკეპტიკოსის აზრით, ხამესის "ევერტონში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარუმატებელი სეზონების შემდეგ, ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში ფურორს მოახდენდა. სკეპტიკოსების პროგნოზები არ გამართლდა! პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხამესი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და შეიძლება ითქვას, რომ მისთვის იდეალურ გუნდში ასპარეზობს. "ევერტონის" მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში ხამესმა ყველას გაოცება შეძლო და დაამტკიცა, რომ მოწინააღმდეგე გუნდისათვის დიდ თავისტკივილს წარმოადგენს. "ტოტენჰემის", "ვესტ ბრომვიჩის", "კრისტალ პალასისა" და "ბრაიტონის" წინაარმდეგ ჩატარებული მატჩების საუკეთესო მოთამაშედ დასახელების პარალელურად, ხამეს როდრიგესი პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვისაც იბრძოდა. კოლუმბიელი ვარსკვლავის პერფომანსმა საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა - საფეხბურთო მიმომხილველებმა ხამესის ტრანსფერი "საუკუნის ძარცვად" შეაფასეს. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ "ევერტონმა" ხამესის სანაცვლოდ მხოლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა, "რეალი" ნამდვილად წამგებიან პოზიციაში და მოტყუებული აღმოჩნდა. როდრიგესის შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად, "ევერტონი" პრემიერ ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული. "ევერტონის" გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ხამესი ჩვეულ ფორმას შეინარჩუნებს და "ლივერპულის" წინააღმდეგ გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება. პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მერსისაიდული დერბი გაიმართება. 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე, "ევერტონი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები