Belive

"საუკეთესო თავდამსხმელია" - გვარდიოლამ ჰოლანდი როი კინისგან დაიცვა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმის გამო, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე ყურებადი დივიზიონია, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი შეფასება ექსპერტების მხრიდან, იქნება ეს მწვრთნელის თუ ფეხბურთელის მიმართ, დიდი განხილვის საგანია. პეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე სწორედ ასეთი სახის შეკითხვა დაუსვეს, რას ფიქრობდა ის როი კინის მიერ ერლინგ ჰოლანდის გაკრიტიკებაზე, კინმა ნორვეგიელ თავდამსხმელს "მეორე ლიგის" დონის მოთამაშე უწოდა.

მე მას (როი კინს) საერთოდ არ ვეთანხმები. მან თქვა, რომ ერლინგი მეორე თუ მესამე ლიგის დონისაა. არა, ის საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში და ყველაფერი რაც გასულ სეზონში მოვიგეთ, მისი უდიდესი დამსახურებაა. თუ თამაშებში უფრო მეტ შანსს ვერ ვქმნით, ეს არ ხდება ჰოლანდის გამო.

მე კიდევ ერთხელ გადავხედე "არსენალთან" თამაშს და მივხდი, რომ მოედნის ბოლო მესამედამდე ყველაფერი გამოგვდიოდა, ბოლოს კი კრეატიულობა გვაკლდა, გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა ამაში დამნაშევე ერლინგი არაა - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და არსენალის (0:0) თამაშის შემდეგ, როი კინმა ჰოლანდი მკაცრად გააკრიტიკა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ აღნიშნა, რომ ნორვეგიელი საჯარიმოში კარგია, თუმცა ზოგადი საფეხბურთო დონით მეორე ლიგის მოთამაშეს ჰგავს.

წინა სეზონთან შედარებით, უფრო მოკრძალებული სტატისტიკის მიუხედავად, ჰოლანდი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას მაინც ლიდერობს. ნორვეგიელ გიგანტს 18 გოლი და 5 სააგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები