Belive

საუკეთესო საკუთარ გუნდში - ლუკა ლოჩოშვილის შეფასება შალკესთან

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტუურში კიოლნმა შალკეს უმასპინძლა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, კიოლნის ძირითადის ფეხბურთელია და შალკესთანაც შეხვედრა პირველი წუთიდან დაიწყო. მწვრტნელმა ის მხოლოდ 90-ე წუთზე შეცვალა. მონაცემებისა და ანალიტიკის საიტების მიხედვით, ლუკა ლოჩოშვილი, საკუთარ გუნდში, საუკეთესო იყო.

SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მონაცემებით, ქართველი მცველის შეფასება 7.8-დან 8-დეა, რაც კიოლნის რიგებში უმაღლესი ქულაა.

7 ტურის შემდეგ, კიოლნს 8 ქულა აქვს და ბუნდესლიგის მე-11 ადგილზეა, შალკე კი გასავარდნ ზონაში დაქვეითდა (6 ქულა აქვს).