Belive

საუკეთესო მატჩები, რომლებიც რონალდუსა და მესის ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაუტარებიათ

2 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

Athletic-მა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ჩატარებული მატჩები რეიტინგის მიხედვით დაალაგა და მათ შორის საუკეთესო 10 გამოავლინა.

ამერიკული გამოცემის სტატია "ალ-ნასრისა" და "ინტერ მაიამის" ამხანაგურ შეხვედრას ეძღვნება, რომელსაც ტრავმის გამო პორტუგალიელი ფორვარდი გამოტოვებს. ეს შეხვედრა რონალდუსა და მესის შორის რიგით 39-ე მატჩი იქნებოდა.

ტოპ 10 კი ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი (2:0), 2009 წლის მაისი, ჩემპიონთა ლიგა | მატჩის მეორე გოლი მესიმ თავით გაიტანა, ხავის დიდებული ჩაწოდება და ვან დერ სარის გაკვირვებული მზერა, რომელმაც ბურთს უბრალოდ თვალი გააყოლა. ამ სეზონის შემდეგ რონალდუ "რეალში" გადაბარგდა.

2. მადრიდის რეალი – ბარსელონა (1:0), 2011 წლის აპრილი, ესპანეთის თასი | შეხვედრა, რომელიც დამატებით დროში გადავიდა და ერთადერთი გოლი რონალდუმ თავით გაიტანა, მას ანხელ დი მარიამ უპასა და პინტოს ექსტრავაგანტული ნახტომის მიუხედავად, გოლი გავიდა. ეს ერთ-ერთი პირველი გოლია, რომლის შემდეგაც რონალდუს ნახტომზე ლეგენდები დადის.

3. მადრიდის რეალი – ბარსელონა (0:2), 2011 წლის აპრილი, ჩემპიონთა ლიგა | მესის დუბლი და ერთ-ერთი ყველაზე იკონური გოლი მის კარიერაში, ბუსკეტსის დატოვებული ბურთი ცენტრში და მესიმ ყველა მოატყუა, ვინც კარამდე შეხვდა.

4. ბარსელონა – რეალი (1:2), 2012 წლის აპრილი, ლა ლიგა | 73-ე წუთზე რონალდუმ გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანა და "კამპ ნოუ" აღნიშვნისას განსაკუთრებული ჟესტით დაადუმა.

5. მადრიდის რეალი – ბარსელონა (2:3), 2017 წლის აპრილი, ლა ლიგა | დღე, როცა მესიმ "სანტიაგო ბერნაბეუს" თავისი მაისური გამოუფინა. დრამატული შეხვედრის ბოლო წუთზე სერხი რობერტომ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ირბინა და მესიმ ბარსელონას ლა ლიგაში მოგების შანსი დაუბრუნა.

6. ბარსელონა – რეალი (2:2), 2012 წლის ოქტომბერი, ლა ლიგა | ამ დროს რეალს ჟოზე წვრთნიდა, ბარსელონას კი - ტიტო ვილანოვა. რონალდუმაც დუბლი შეასრულა და მესიმაც, მათ შორის ლეომ კასილასის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.

7. ბარსელონა – რეალი (5:0), 2010 წლის ნოემბერი, ლა ლიგა | ალბათ, ამ შეხვედრას დიდი შეხსენება არ სჭირდება, პიკეს აწეული, გაშლილი ხელი და ჟოზე მოურინიოს პირველი ელ-კლლასიკო, რომელშიც დიდი დარტყმა მიიღო.

8. მადრიდის რეალი – ბარსელონა (3:4), 2014 წლის მარტი, ლა ლიგა | ინიესტას დიდებული გოლი, ბენზემას დუბლი, მესის ჰეთ-თრიკი და რონალდუს პენალტი. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ელ-კლასიკო.

9. “ბარსელონა” – “რეალი” (1:2), 2016 წლის აპრილი, ლა ლიგა | პიკეს თავით გააქვს, ბენზემა ათანაბრებს, 84-ე წუთზე კი რონალდუ გადამწყვეტ გოლს იტანს

10. არგენტინა – პორტუგალია (2:1), 2011 წლის თებერვალი, ამხანაგური მატჩი | მესის არანორმალური საგოლე გადაცემა ანხელ დი მარიაზე, შემდეგ პენალტით რონალდუმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ასევე პენალტით, მესიმ გაიტანა.

სხვა სტატიები